რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს ელჩი უკრაინაში: აშშ განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას

აშშ-ს ელჩი კიევში, ბრიჯიტ ბრინკი
REUTERS/Edgar Su

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას

"რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, განვიხილავთ ამ საკითხს - გვჭირდება მისი ზედმიწევნით გაანალიზება ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. [...] და გავაგრძელებთ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რუსეთის პასუხისგებაში მიცემას". - აღნიშნა ელჩმა.

23 ივნისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების რეზოლუცია მიიღო. რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში ირანთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასა და კუბასთან ერთად აღმოჩნდება. 

ძალაში შესვლამდე, კანონპროექტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს. მხოლოდ ამის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნება.

მანამდე, 14 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კიევში ვიზიტისას თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

კომენტარები