რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების რეზოლუცია მიიღო. რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში ირანთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასა და კუბასთან ერთად აღმოჩნდება. 

ძალაში შესვლამდე, კანონპროექტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს. მხოლოდ ამის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნება.

მანამდე, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში მას მჩაგვრელ და ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აქცევს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ რუსეთი მასზე მცირე ზომის, მოსახლეობისა და სამხედრო შესაძლებლობების მქონე ქვეყანას დაესხა თავს. 

კომენტარები