რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიამრჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება.
tbl.ge/632i
დაკოპირდა

პირველი არხის ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




