საქართველო-აშშ

ჩერგოლეიშვილი პრაისზე: ვინც გზავნილების კითხვა კარგად იცის, მიხვდება, ეს რასაც ნიშნავს

მთავრობა ქართველი ხალხის მიზნების შესრულებას ხელს უშლის.

ანუ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა მხარესაააო.

ვინც გზავნილების კითხვა კარგად იცის, მიხვდება, ეს რასაც ნიშნავს.

ასეთი დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია.

ყველაფერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული ალტერნატივა და ჩამოვაშოროთ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებს ღალატობს.

ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. პრაისის თქმითვე, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".

კომენტარები