საქართველო-აშშ

ქადაგიშვილი პრაისზე: ასეთი განცხადებები პირიქით მოქმედებს EU-ს გზაზე და ურთიერთობაზე

განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება. ასეთი განცხადებები და ისეთი რეზოლუციები პირიქით მოქმედებს ამ გზაზე და ურთიერთობაზე.

ამდენი ხანია, პარლამენტი მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე, რადიკალური ოპოზიცია უარს აცხადებს მუშაობაზე და ხომ შეიძლება, ერთი მკაფიო მესიჯი იყოს და არ იყოს ორჭოფული მესიჯები, რომ ქვეყანა მუდამ ამ გზაზე გადიოდეს. დეპოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ და სულ ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო – დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების განვითარებას, დასხედით და ილაპარაკეთ. ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და ამერიკა არიან მოკავშირეები, წერტილი. ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში, არის არასწორად ინტერპრეტირებული და დაბრუნებული საქართველოს მიმართ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. პრაისის თქმითვე, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".

კომენტარები