საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: გვსურს, ვიხილოთ საქართველო EU-სკენ სწორ გზაზე, აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად

ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება...

ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი. ის კიდევ ხუთ ევროპარლამენტართან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 

კომენტარები