აშშ-რუსეთი

FBI: რუსეთი აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას შეეცდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

New York Times-ი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორზე, კრისტოფერ რეისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერ-სარდლობის ხელმძღვანელზე, გენერალ პოლ ნაკასონეზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას შეეცდება, რომელიც ქვეყანაში 2022 წლის ნოემბერში გაიმართება

შუალედურ არჩევნებში ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და სენატორების 1/3-ს აირჩევენ. პროგნოზების მიხედვით, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, დემოკრატები ორივე პალატიდან ერთ-ერთში მაინც დაკარგავენ უმრავლესობას. 

რუსული პროპაგანდის მიხედვით, კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობის არსებობა ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდაჭერას გაურთულებს.

აშშ-ს დაზვერვა გამოძიების შედეგად ადასტურებს, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვადასხვა გზით ჩაერია. ჩარევის შესახებ გაფრთხილებები მომდევნო საარჩევნო ციკლებზეც გავრცელდა - 2018 და 2020 წლებში. 

კომენტარები