ავტოსაგზაო შემთხვევა

ეგვიპტეში სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

Amr Nabil/AP

ეგვიპტეში, ქალაქ ელ-მინიასთან სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავტობუსს, რომელიც კაიროსკენ მიემართებოდა, დაახლოებით 45 მგზავრი გადაჰყავდა და ის გზისპირზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კაიროს სამხრეთით მდებარე ქალაქ მალავიში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში სატრანსპორტო უსაფრთხოების პრობლემების გამო, მხოლოდ 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს დაახლოებით 7000 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები