რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირანულმა NIOC-მ და რუსულმა გაზპრომმა $40 მილიარდის ღირებულების მემორანდუმი გააფორმეს

ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მ  და რუსულმა ენერგოგიგანტმა გაზპრომმა $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, გაზპრომი ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება. გაზპრომი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში ჩაერთვება. 

ირანი რუსეთის შემდეგ გაზის წარმოებით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა. თუმცა, აშშ-ს სანქციებმა თეირანში ინოვაციურ ტექნოლოგიაზე წვდომა და გაზის ექსპორტის განვითარება შეაფერხა.

კომენტარები