რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიელები უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად თანხას აგროვებენ

 Bayraktar TB2

ნორვეგიელები უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის შესაძენად თანხას აგროვებენ. ინფორმაციას ნორვეგიული ვებ-გვერდ Spleis-ი ავრცელებს.

"აჩუქეთ ნორვეგიელებისგან Bayraktar უკრაინელ ხალხს - გამოუცხადეთ სოლიდარობა უკრაინის ბრძოლას პუტინის წინააღმდეგ. ლიეტუვამ სამ დღეში ერთი Bayraktar-ის თანხა შეაგროვა, პოლონეთმა სამი Bayraktar-ის თანხა შეაგროვა, უკრაინამ რამდენიმე დღეში სამი Bayraktar-ის თანხა შეაგროვა. რა თქმა უნდა, ნორვეგიამ იგივე უნდა გააკეთოს".  - წერია განცხადებაში.

კომენტარები