რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კულება: სამშვიდობო მოლაპარაკებები – ეს არის დარტყმა ვინიცაზე, ნიკოლაევზე და სხვა ქალაქებზე

სამშვიდობო მოლაპარაკებები – ეს არის დარტყმა ვინიცაზე, დარტყმა ნიკოლაევზე, ხარკოვზე და სხვა ქალაქებზე. რუსები მანტრასავით იმეორებენ: 24 თებერვლიდან ჩვენი მიზნები რჩება იგივე, შეიცვალა მხოლოდ მათი მიღწევის გზები". უკრაინაზე ფრონტალური თავდასხმის მეთოდი, მომენტალური განადგურება შეიცვალა კონცენტრირებული დარტყმებით, მაგრამ მიზანი დარჩა იგივე – ჩვენი განადგურება.

ყოველი ასეთი განცხადებით, რუსები აჩვენებენ არა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, არამედ ამ ოპერაციის საბოლოო მიზნის უცვლელობას – უკრაინის განადგურებას. რუსული მხარის გამო, დღესდღეობით არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ამ თემაზე შეხვედრები არ მიმდინარეობს

თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Forbes-თან ინტერვიუში.

კომენტარები