რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: უკრაინაში რუსეთის ფრონტის წინა ხაზზე სამხედრო ჯგუფი ვაგნერი იბრძვის

ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი კერძო სამხედრო კონტრაქტორ დაჯგუფებას ვაგნერის იყენებს, რათა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროების ეფექტურობა გააძლიეროს.

ვაგნერის ჯგუფი რუსული მექირავნე სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია. მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

დაზვერვის ყოველდღიურ განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ვაგნერის ჯგუფმა შეამცირა რეკრუტირების სტანდარტები და დაიწყო მსჯავრდადებულებისა და იმ პირების დაქირავება, რომლებიც ადრე შავ სიაში იყვნენ. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების თქმით, ეს ცვლილება, "დიდი ალბათობით იმოქმედებს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც რეგულარული რუსული ძალების საყრდენს“.

დაზვერვის განცხადების მიხედვით, იმ ფაქტმა, რომ ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო სამსახურისთვის მაღალი ეროვნული ჯილდო მიიღო, შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობა რუს სამხედროებსა და დაქირავებულ ჯგუფებს შორის. 

2021 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი  ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები