რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: დონეცკის და ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტების ყველა იერიში მოვიგერიეთ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ობლასტის ქალაქ დონეცკის და ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტების იერიში მოიგერიეს.

"რუსების თავდასხმა დასახლებებში კამენკა, ნოვომიხაილოვკა და უჰლედარი წარმატებით მოვიგერიეთ. საოკუპაციო ძალები ჰრიჰორივკას შტურმს აგრძელებენ, რომელიც ქალაქ სივერსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სივერსკის რაიონში ოკუპანტების წინსვლა შეჩერებულია დასახლებებთან სპორნი, ვერხნეკამენსკი და სერებრიანკა. ბახმუტის სამხრეთით უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები