ხანძრები

"ტყისა და მინდვრების ხანძრების რისკია" – საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს ცეცხლი არ დაანთონ

Getty Images

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, არ დაანთონ ცეცლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, რადგან მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ". - წერია განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს ნუ დაანაგვიანებენ გარემოს, რადგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.

კომენტარები