ხანძრები

შსს: ხანძრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტი კონცეფციის შემუშავებაში გვეხმარება

შსს

შსს-ს ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ექსპერტი დიტერ პილატი ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.



"დიტერ პილატის ვიზიტის მიზანი იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროებების შეფასება, როგორც ორგანიზაციული მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის მიმართულებით, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის, მეხანძრე-მაშველთა კვალიფიკაციის ამაღლების და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.

ევროკავშირის ექსპერტის რეკომენდაციები საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმისა და განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარება"  - აცხადებს შსს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, საქართველოში არაერთი ტყის ხანძარი მოხდა.

კომენტარები