თბილისის მერია

მერია: 1-ლი აგვისტოდან უკრაინელებს უფასოდ აღარ დავაბინავებთ, ფულად დახმარებას მივცემთ

თბილისის მერია
თბილისის მერია

პირველი აგვისტოდან, თბილისის მერია უკრაინელი ლტოლვილების დაბინავების პროგრამას წყვეტს. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას

მერია აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა – საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს მთავრობას, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.

"პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.

აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს".- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები