სოსო გოგაშვილი

ბოკერია გოგაშვილზე: ძალის დემონსტრირებაა, რომ ვინც ივანიშვილს დაესხმება თავს, დავიჭერთ

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრ კრიტიკულ ვითარებაში ბატონი გოგაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ პოზიციონირებადა, მას შემდეგაც, რაც ის ხელისუფლებაში არ იყო, თან, ზოგჯერ ესხმოდა თავს ხელისუფლებასაც, მაგრამ არაფერს ვამბობ ივანიშვილზე. არ ვიცი, ეს აღმოჩნდა თუ არა საბოლოო ფაქტორი იმ ოპერაციის ჩატარების, რომელიც გუშინ ვიხილეთ. საოცარი ძალებით, თითქოს, მართლა ფარული ტერორისტული ქსელი და დიდი რისკები იყო. საერთოდ გაუგებარია, დაებარებინათ პროკურატურაში და წაეყენებინათ ბრალი. ეშინოდათ, რომ გაიქცეოდა, თუ რა უნდა ექნა? ამიტომ, ეს მორიგი ძალის დემონსტრირების შემთხვევაა – მას, ვინც ივანიშვილს დაესხმება თავს, ვინც არ იქნება ბოლომდე ლოიალური, რაღაც ზღვის შემდეგ ასე უბრალოდ ძალის გამოყენებით დავიჭერთ.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს.

კომენტარები