ირანი

ირანი: საბრძოლო დრონების საზღვაო დივიზიას სავალალო პასუხის გაცემა შეუძლია

ირანული ხომალდიდად საბრძოლო დრონის აფრენა

ირანის სამხედრო ფლოტმა 15 ივლისს საბრძოლო დრონებით შეიარაღებული ხომალდების პირველი დივიზია წარადგინა, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტებს მართავს.

"თუ მტრები შეცდომას დაუშვებენ, [დრონები] მათ სავალალო პასუხით შეხვდებიან". –თქვა ირანის არმიის სარდალმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ. მისი თქმით, აშშ-ს საბრძოლო შესაძლებლობების გამო, ირანმა თავდაცვის მექანიზმები ყოველდღიურად უნდა გააუმჯობესოს.

ირანმა დრონები გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან ააფრინა, ინდოეთის ოკეანის წყლებში. გაავრცელეს ვიდეო და ფოტო მასალებიც. 

14 ივლისს, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

შეთანხმებას მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის მუქარა, რომ შეცდომის დაშვების შემთხევაში, მოწინააღმდეგეს სავალალო პასუხს გასცემენ. ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

კომენტარები