რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინმა უკრაინაში ომის დასაფინანსებლად საგანგებო ეკონომიკური ზომების კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, შემოიღოს სპეციალური ეკონომიკური ზომები უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. 

პირველი კანონპროექტი შრომის ფედერალურ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს: მთავრობას მიეცემა უფლება, გაზარდოს კონტროლი სამუშაო ძალაზე, კერძოდ, დაადგინონ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი პირობები ცალკეულ ორგანიზაციებში: მათ შორის - მუშაობა არასამუშაო საათებში - ღამით, შაბათ-კვირას, არდადეგებსა და ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე.  

მეორე კანონპროექტი მთავრობას საშუალებას აძლევს, დაავალდებულოს ბიზნესი, შეასრულოს სახელმწიფოს თავდაცვის კონტრაქტები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს უფლებას აძლევს შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შედეგად, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აიძულოს ქარხანა, წარმოება სამხედრო საჭიროებაზე გადართოს და, ასევე, გააკონტროლოს, თუ რამდენ პროდუქტს ან სერვისს უზრუნველყოფს ბიზნესი.

დუმაში ინიცირებულ კანონპროექტს თან ერთოდა განმარტება, რომ შემოთავაზებული ახალი კანონები სპეციალურად სამხედროების მხარდაჭერასა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებას მოხმარდება. მისი საჭიროება კი, დოკუმენტის მიხედვით, სანქციების გამო დადგა.

კომენტარები