რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: უგლეგორსკის თბოსადგურზე რუსების თავდასხმა მოვიგერიეთ

უკრაინელი მებრძოლები ლუგანსკში, 23 ივნისი
Anatolii Stepanov/AFP/Getty Images

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარები დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკის და კამენკას რაიონებში ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ზიანი მიაყენეს და ოკუპანტებს უკან დახევა აიძულეს.

ანგარიშის მიხედვით, დონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ თავდაცვის ძალების დანაყოფების დაბომბვას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ და ზვერავენ უკრაინულ პოზიციებს.

"სლავიანსკის მიმართულებით რუსები ცდილობენ გააუმჯობესოს ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციები. მათი ნაღმტყორცნები, ქვემეხები და სარაკეტო არტილერია ბომბავდა დოლინას, ივანოვკას, ბარვენკოვოეს, ბოგოროდიჩნის, კუტუზოვკას, ბოლშაია კამიშევახას, ტატიანოვკას, ნოვონიკოლოვკას და კონსტანტის რაიონებს. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგეს მტრის თავდასხმა კურულკას დასახლების მიდამოებში". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები