რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვია 2023 წლიდან რუსული გაზის იმპორტს აკრძალავს

 russia-insider.com

ლატვია 2023 წლიდან რუსული გაზის იმპორტს აკრძალავს. ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით ენერგეტიკის კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 

შეტანილი ცვლილებები ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვების უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

ასევე, კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს ავალდებულებს 2023 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბირთვული ენერგიის პროგრამის შესახებ ანგარიში სეიმას წარუდგინოს. 

ლატვიამ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მკვეთრად შემცირება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაწყვიტა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2021 წლის მონაცემებით, ლატვია რუსულ გაზზე 90%-ით იყო დამოკიდებული. 

კომენტარები