საქართველო–ევროკავშირი

ჰარცელი: 12 პუნქტის მალე შესრულება იქნება გზავნილი, რომ საქართველო სწორ გზაზე დაბრუნდა

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვსნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ - ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური, ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მიმართული.

საქართველოსთვის გამოწვევაა, ამ 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება.

ამბობს ევროკავშირის ელცი საქართველოში, კარლ ჰარცელი. 

კომენტარები