საქართველო–ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს – შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარებისათვის. პროექტის პრეზენტაცია დღეს შს სამინისტროში გაიმართა.

შსს–ს ინფორმაციით, პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარება და მის ფარგლებში იგეგმება – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რისკების დაგეგმვისა და რეაგირების საშუალებების გაუმჯობესება; საქართველოში სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება; ეროვნულ დონეზე პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება; საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტი 800 ათას ევროს შეადგენს და ერთი წლის ვადითაა განსაზღვრული.

 

კომენტარები