საქართველო-ევროკავშირი

ჩერგოლეიშვილი: დასავლეთს ყველაზე მეტად აღიზიანებს, როცა მის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობ

კარგია 2023 წელს გადატანა განხილვის.

ისევ ევროკავშირი თუ დაგვეხმარება, თორემ ადგილობრივი უპასუხისმგებლო პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა 6 თვეში კატასტროფას გვპირდებოდა, თითქოს კანდიდატის სტატუსია პრობლემა და არა ის, რის გამოც კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს.

ეს ქმნიდა სრულიად არარეალისტური და ფუჭი ფაფხურის საფუძველს, თითქოს დეოლიგარქიზაცია ოლიგარქის რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი.

მოკლედ, კარგია ის, რაც მოხდა.

და კიდევ ერთი:

არაფერი აღიზიანებს დასავლეთს ისე, როგორც ის, რომ საკუთარი ძალა არ გაგაჩნია და დასავლეთის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობ.

კონტრპროდუქტიულია ამდენი სირბილი ვაშინგტონში და ბრუსელში.

მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის კეთდება, რომ იქიდან ჩაერთონ ადგილობრივ მედიას - ვითომ საქმეს აკეთებენ.

რეალურად, ეს ვიზიტები იქ მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, იმიტომ რომ ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს.

სათქმელი ექნება მაშინ, როდესაც ხალხის რეალური და არა კოორდინატორებით ნაყიდი მხარდაჭერა ექნებათ.

P.S. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო ცირკზე რასაც ნაცმოძრაობა და ლელო აწყობს, როდესაც საგანგებო სესიას ითხოვს და ისევ რაღაც ილუზიას უქმნის ხალხს, რომ ოლიგარქზე დაკიდებული ოცნება დეოლიგარქიზაციას მოხადენს.

გალახავენ და დაამცირებენ კიდევ ერთხელ, რომც დანიშნონ სესია, მეტი არაფერი იმ სესიაზე არ მოხდება.

უბრალოდ, ამათ ხომ თავმოყვარეობა არ გააჩნიათ - არცერთს.

ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასება 2023 წლისთვის მომზადდება.

კომენტარები