რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა

ვლადიმირ პუტინი თურქმენეთში, 2022 წლის 29 ივნისი
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქეს უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურებით მიიღოს.

"დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად, გამარტივებული წესით". - წერია პუტინის განკარგულებაში.

გამარტივებული პროცედურა რუსეთის მოქალაქეობის ცხოვრების გარეშე მიღების საშუალებას იძლევა. ასევე, ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, არ საჭიროებს საარსებო შემოსავლის დადასტურებას, რუსული ენის ცოდნასა და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

კომენტარები