კორონავირუსი საქართველოში

აზარაშვილი: პირბადის დაბრუნების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება

ამ მონაცემებით [პირბადის დაბრუნების] საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. 100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან ხუთჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. 

ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ ათასობით შემთხვევა ყოფილიყო? დღეს, უბრალოდ, რადგან Covid-პანდემიაა და მივყვებით ამ სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები თუნდაც მიმდინარე წელს, გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Covid 19-ის შემთხვევების ზრდაზე.

კომენტარები