კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი Covid-19-ზე: მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არაფერი არაა საშიში და საპანიკო

ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია. არის მინიმალურ ზღვარზე. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ არის. თუ აბსოლუტურ რიცხვებში შეიძლება შევადაროთ და არა ისე, რომ 5-ჯერ, 10-ჯერ და ასე შემდეგ გაიზარდა, თუ ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები გვქონდა 100, ახლა გვაქვს 500. ეს არის სულ. 3 700 000-იან ქვეყანაში.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კოვიდის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.

...ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და მაშინ ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იმავეს ადასტურებენ ინფექციონისტებიც, არ არის არაფერი საშიში და საპანიკო. ინფიცირების შემთხვევაში, შეგვიძლია, მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. ის, რომ ეს იყოს რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი, ასეთი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Covid 19-ის შემთხვევების ზრდაზე.

კომენტარები