ქართული ოცნება

პრემიერი: საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება, მართლაც არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ეწევა ჩვენი ხალხის დასაცავად.

შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო  უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული ქართული ოცების სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღრიბაშვილმა მთავრიბის სხდომაზე ისაუბრა.

გლობალური მშვიდობის ინდექსის (Global Peace Index) 2022 წლის რეიტინგში საქართველომ 9 ადგილი დაკარგა და ამჟამად გაბონსა და ბანგლადეშს შორის, 95 ადგილს იკავებს.  პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეიტინგში კი საქართველო მე-6 ადგილზეა.

კომენტარები