საქართველო-ევროკავშირი

დავითულიანი: ოპოზიციას არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ მიეცემა

ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულების პროცესს იწყებს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, კარი გახსნა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, ევროკავშირის რეკომენდაციებს დაუჯერონ, პოლარიზაცია დაასრულონ და პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება, ის შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, ვინც არ შეუერთდება, ის იქცევა ანტიევროპულად და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ვინაიდან, არჩევნებით ხელისუფლების მოპოვებას ვერ ახერხებენ, ცდილობენ, რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს. მათ ეს შანსი არ მიეცემათ. დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები