რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს

ზმეინის კუნძული

ოდესის ოლქში კუნძულ ზმეინის განთავისუფლების შემდეგ, გემებმა დუნაი-შავი ზღვის არხით მოძრაობა დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინის საზღვაო გემების ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"დუნაი-შავი ზღვის არხის გასწვრივ ნავიგაცია განახლდა. რუსული ჯარისგან ზმეინის კუნძულის განთავისუფლებისა და სულინის არხის გავლის მოლოდინში დიდი რაოდენობის გემების დაგროვების გათვალისწინებით, არხის გამოყენება შესაძლებელია". - წერია განცხადებაში.

30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძულს ტოვებენ. 

კომენტარები