რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ სამხრეთის ტერიტორიების გათავისუფლების გეგმის შედგენის ბრძანება გასცა

უკრაინელი სამხედროები სადაზვერვო მისიაზე დონეცკის რეგიონში. 
ALAMY

ბრიტანულ გამოცემა The Times-თან საუბარში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარდლობას სამხრეთის ტერიტორიების გათავისუფლების გეგმის შედგენა დაავალა. 

როგორც გამოცემა წერს, უკრაინა ამზადებს დასავლური შეიარაღებით აღჭურვილ მილიონ სამხედროს, რათა სამხრეთის ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლონ.

"გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა. პრეზიდენტმა უმაღლეს მთავარსარდალს გეგმის შედგენა უბრძანა". – თქვა რეზნიკოვმა ბრიტანულ გამოცემასთან.

რეზნიკოვმა ისაუბრა დასავლური იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზეც.

"ჩემი საქმე ეს არის. პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებ წერილებს ვწერ, გენერლები საუბრობენ რატომ გვჭირდება ამ სახის შეიარაღება და შემდეგ ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვიღებთ... ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, თვენახევარი, მაგრამ შედეგი მივიღეთ. უკრაინას საბჭოთა დროის შეიარაღებული ძალები ჰყავდა 30 წლის შეიარაღებით. ეს სამ თვეში შევცვალეთ". – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 

ამას გარდა რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ უმჯობესი იქნება თუ დასავლეთი იარაღის მიწოდების ტემპს გაზრდის.

"უფრო სწრაფად გვჭირდება, რათა ჩვენი სამხედროების სიცოცხლე გადავარჩინოთ. ყოველ დღე ჰაუბიცებს ველით, შეიძლება ასობით სამხედრო დავკარგოთ". – თქვა რეზნიკოვმა. 

კომენტარები