რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერცერთმა მხარემ მიაღწია

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, დონბასის ჩრდილოეთით, რუსული საარტილერიო დაბომბვები გაგრძელდა, თუმცა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

"უკრაინის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოკუპანტების შეზღუდვას განაგრძობენ. ამასთან ერთად, უკრაინის ძალებმა ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. 

ივნისის ბოლოს, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ბაიკალის ტბის რეგიონში დაფუძნებულმა რუსულენოვანმა მედია სააგენტომ ატვირთა ვიდეო, რომელშიც აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (EMD) 36-ე შეიარაღებული არმიის ჯარისკაცების ცოლები პირდაპირ მიმართავდნენ ადგილობრივ პოლიტიკოსს, რომ მათი ქმრები სახლში დააბრუნონ.

ერთ-ერთის მტკიცებით, EMD-ის მე-5 გვარდიის სატანკო ბრიგადის პერსონალი "გონებრივად და ფიზიკურად ამოწურულია“, რადგან ისინი 24 თებერვლიდან აქტიურ საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები