დეოლიგარქიზაციის კამპანია

16:00-ზე ფილმის ჩვენება ხონში, გამოფენის გახსნა ქუთაისში – დეოლიგარქიზაციის კამპანია გრძელდება

ევროპული საქართველო, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება (VES), თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება საქართველოს ქალაქებში დეოლიგარქიზაციის კამპანიას აგრძელებენ. დღეს, 10 ივნისს, 16:00 საათზე კამპანიის ფარგლებში ქალაქ ხონში ფილმების "ქართველი, მაშასადამე ევროპელის" და "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენება გაიმართება. 

დღესვე, 20:00 საათიდან ქუთაისში, კლუბ ბუდეში მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ნახონ. გამოფენის ნახვის შესაძლებლობა მოქალაქეებს 11 ივლისამდე ექნებათ. 

ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" მოიცავს იმ დანაშაულებს, რომელიც რუსეთმა 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართველების გენოციდის სახით ჩაიდინა.

დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები უკვე გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში. კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში ქვეყნის 20-მდე ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.

კომენტარები