დეოლიგარქიზაციის კამპანია

ბოკერია: გვაქვს ისტორიული შანსი, ამ ბოროტებას, რასაც რუსეთი განასახიერებს, თავი დავაღწიოთ

ევროპული საქართველო, 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში ფილმის თავისუფლებისთვის ჩვენება ემსახურება ადამიანებისთვის ქვეყნის ისტორიისა და განვლილი გზის შეხსენებას.

"მე ვთვლი, ჩვენი გუნდი თვლის და ყველა ის ჯგუფი თვლის, ვისთან ერთადაც კამპანია წამოვიწყეთ, რომ საკუთარ თავსაც სჭირდება შეხსენება, ჩვენ ყველას გვჭირდება შეხსენება, რა გზა გავიარეთ და როდესაც უკრაინაში ბოროტების იმპერია აგრესიას ახორციელებს, პარალელები ჩვენს მე-20 საუკუნის ისტორიასთან არის აშკარა. უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი ამ უბედურებას, ამ ბოროტებას, რასაც საბჭოთა სტალინისტური რუსეთი განასახიერებდა და ახლა განასახიერებს პუტინის რუსეთი, შეგვიძლია რომ თავი დავაღწიოთ.

ამ ჭაობში დარჩენა ნიშნავს, იმ უბედურების გავლას, რასაც მრავალმა თაობამ შეწირა თავი, იმისთვის რომ შემდეგი თაობები არ იყვნენ განწირული ამ ჭაობში, უბედურებასა და სისხლისღვრაში ცხოვრებისთვის. ჩვენი ვალია, რომ ამ მონაპოვარს, ამ შანსს, კი არ გავუფრთხილდეთ უბრალოდ, გამოვიყენოთ. ახლა დგება, ის მომენტი, როდესაც ეს ჩვენ, როგორც საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ, ეს ფილმი სწორედ ამ ისტორიის, ამ განვლილი გზის საკუთარი თავისთვის შეხსენებას ეხება". - თქვა ბოკერიამ.

ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და აფხაზთა კრების დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში ფილმის თავისუფლებისთვის ჩვენება მიმდინარეობს.

ფილმის ჩვენება ასევე გაიმართება ქუთაისშიც - 9 ივლისს, 21:00 საათზე, ხოლო 10 ივლისს გაიმართება ექსპოზიცია ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ქართველთა გენოციდზე მოგვითხრობს.

კომენტარები