საქართველო-აშშ

ყაველაშვილი დეგნანზე: დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ

არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში, ვინ ვინ არის, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ. მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამხმოვანებელი. ეს კითხვები, რომელიც არსებობდა, არ იყო მარტო ჩემი პირადი კითხვები. ეს საზოგადოებას ჰქონდა. დღეს რაც ხდება, ეს პროცესი გრძელდება. აბა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც რამდენიმე დღის წინ სცენაზე იდგნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ მმართველობას. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი ლეგიტიმაცია. სწორედ ამ ადამიანების უმრავლესობა ფინანსდება ამერიკის სახელმწიფოსგან.

[...] პირდაპირ მივმართავ ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში. მან საქართველოს უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და როცა საქართველოს პარლამენტის წევრს, უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს ესაუბრება, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს, შეურაცხმყოფელია.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

კომენტარები