შრი-ლანკა

შრი-ლანკაში პრემიერის შემდეგ, გადადგომას პრეზიდენტიც აპირებს

Andy Buchanan/Pool/AFP/Getty Images

პარლამენტის სპიკერის თქმით, შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპაქსი მომავალ კვირას გადადგება. მანამდე, პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრემისენგემ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვებისთვის მზადაა. 

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც შრი-ლანკას პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრემისენგემ გადადგომაზე მზაობა გამოთქვა, დემონსტრანტებმა მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთანავე, შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში, პრეზიდენტის რეზიდენციასა და ადმინისტრაციაში ათასობით მომიტინგე შეიჭრა. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია. 

მომიტინგეები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომას ითხოვენ.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, თქვეს, რომ პრეზიდენტი გუშინ, დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან გადაიყვანეს. 

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ორი თვის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

კომენტარები