შრი-ლანკა

შრი-ლანკის პრემიერმინისტრი გადადგომის მზადყოფნას გამოთქვამს

REUTERS/Dinuka Liyanawatte

შრი-ლანკის პრემიერმინისტრი, რანილ ვიკრემისენგე მზადაა, თანამდებობიდან გადადგეს. პრემიერის ადმინისტრაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ათიათასობით მომიტინგე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა.

"ვიკრემისენგემ განუცხადა პარტიის ლიდერებს, რომ მზად არის, გადადგეს პრემიერმინისტრის პოსტიდან და გზა გაუხსნას ყველა პარტიის მთავრობის ჩამოყალიბებას". – ნათქვამია განცხადებაში.

მომიტინგეები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომას ითხოვენ.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, თქვეს, რომ პრეზიდენტი გუშინ, დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან გადაიყვანეს. 

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ორი თვის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

კომენტარები