შრი-ლანკა

ეკონომიკური კრიზისის გამო შრი-ლანკის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკური კრიზისისგან გამოწვეული რამდენიმე კვირიანი მასობრივი პროტესტის შედეგად შრი-ლანკის პრემიერმინისტრი, მაჰინდა რაჯაპაკსა თანამდებობა დატოვა. მისი ძმა, პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა, დემონსტრანტებისგან მოწოდებების მიუხედავად, გადადგომაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საგანგებო ვითარება და კომენდანტის საათი დააწესა. სამთავრობო ჯფუგებთან დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

პროტესტი ქვეყანაში გამოიწვია დიდი საგარეო ვალების გამო თვეების მანძლილზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ და საკვების, ბენზინისა და წამლების უკმარისობამ.

კომენტარები