რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია კანადას არწმუნებს, რომ გაზსადენის ტურბინა რუსეთს გადასცეს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

გერმანია კანადის დარწმუნებას შეეცდება, რათა მან გაზსადენის ტურბინა რუსეთს გადასცეს. კრემლის მტკიცებით, რუსეთი Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას გაზრდის იმ შემთხვევაში, თუ კანადა ტურბინას გაუგზავნის.

ბერლინში აცხადებენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებს ოტავასთან აწარმოებდნენ, რათა ტურბინა ევროპაში სწრაფად გაიგზავნოს. გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის სიტყვებით, ბერლინმა კანადისგან პოზიტიური სიგნალი მიიღო.

თუმცა, Reuters-ი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი კანადას მოუწოდებს, არ გადასცეს რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომს ტურბინა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადისთვის, რადგან ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირი მიეწოდება, რომლის ექსპორტიც რუსეთმა გასულ თვეში ტექნიკური შეფერხების მიზეზით 40%-ით შეამცირა. 

"სანქციები გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას კრძალავს. 

თუ კანადა ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, ჩვენ უთუოდ ევროპელ კოლეგებს მივმართავთ, რათა მათი მიდგომა გადაიხედოს. ვინაიდან, თუ ქვეყნები არ დაიცავენ იმ შეზღუდვებს, რომლებზეც სანქციების დაწესებისას შეთანხმდნენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სოლიდარობაზე?". - თქვა ანანომიურმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში. 

ინფორმაცია ტურბინის გადაცემის შესახებ კანადის მთავრობას არ დაუდასტურებია, თუმცა, წყაროს თქმით, კანადასა და გერმანიას არ სურთ, რომ რუსეთისთვის ტურბინა Nord Stream 1მილსადენით გაზის მიწოდების შეწყვეტის საბაბი იყოს. 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს თქმით, რუსეთს თავისი სატრანზიტო მარშრუტებით ჯერ კიდევ აქვს საკმარისზე მეტი სიმძლავრე იმისთვის, რომ გაზის მიწოდება კანადაში მდებარე ტურბინის გარეშე შეძლოს. 

"შვიდი ტურბინაა და ის ტურბინები, რომლებიც ახლა მუშაობს, სრული სიმძლავრისთვის საკმარისია.

თუ კანადელები გერმანიას ტურბინას გადასცემენ, ეს იქნება G7-ის ორი ქვეყნის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის პრეცედენტი". - ამბობს წყარო Reuters-თან. 

კომენტარები