ივანიშვილის დეპუტატები

მელია ყაველაშვილზე: რაც დაწერა, იმის გადაწერა შეძლოს და დავიჯერებ, რომ მისი დაწერილია

ძვირფასო საზოგადოებავ, რამდენ თქვენგანს გჯერათ, რომ ეს ბატონმა ყაველაშვილმა დაწერა? წაკითხულის გააზრებას სანამ დავიწყებთ, ჯერ მოდით, პირდაპირ და გულახდილად გეუბნებით, ბატონმა ყაველაშვილმა რაც დაწერა, იმის გადაწერა შეძლოს თუნდაც და მერე დავიჯერებ, რომ მისი დაწერილია ეს უმსგავსო წერილი ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ ყაველაშვილზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ოცნება დატოვა. ყაველაშვილმა დღეს, 8 ივლისს, საქართველოში აშშ-ს ელჩს მიმართა და მოუწოდა, ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს.

კომენტარები