დეოლიგარქიზაციის კამპანია

ჩერგოლეიშვილი: რუსეთზე აზრის ჩამოყალიბება შესაძლებელია აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულებით

დეოლიგარქიზაციის კამპანია საქართველოს რეგიონებში გრძელდება. როგორც ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, კამპანიას ორი მიზანი აქვს, ერთია მთავარი იდენტობის გარშემო გაერთიანება, - "რომ ვიყო ქართველი ნიშვანავს, ვიყო ევროპელი" და მეორე - მნიშვნელოვანია, რუსეთზე აზრის ისე ჩამოყალიბება, რომ ეს არასდროს აღარ შეიცვალოს.

ამ წუთებში, ქუთაისში, მესხიშვილის თეტრთან, დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების წარმომადგენლები მოქალაქეებს 9 ივლისს ფილმის ჩვენების - "ქართველი, მაშასადამე ევროპელის" და 10 ივლისს ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" მოსაწვევ ფლაერებს ურიგებენ.

"თავისუფლების ინსტიტუტი, ევროპული საქართველო, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება აგრძელებს კამპანიას ორი მთავარი მიზნის გარშემო. ერთი - ჩვენი მთავარი იდენტობის გარშემო, რომ ვიყო ქართველი ნიშნავს, ვიყო ევროპელი და ამასთან დაკავშირებით, 9 ივლისს საღამოს 9 საათზე მესხიშვილის თეატრთან იქნება ფილმის პრეზენტაცია, სადაც ჩვენი დიდებული წინაპრები ისაუბრებენ ქართველობის შესახებ და ასევე ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ უკრაინას იმ საერთო ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს.

მეორე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის შესახებ აზრის ჩამოყალიბება მოხდეს ისე, რომ ეს აღარ შეიცვალოს არასდროს და ვფიქრობ, ამის გაკეთება საუკეთესოდ შეუძლია იმ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა და სამწუხაროდ, ეს კარგად ვერ შეფასდა თავის დროზე აფხაზეთში - 1992-93 წლებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თბილისში უკვე გვქონდა გამოფენა - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" და ახლა იმავე გამოფენას ვხსნით კლუბ "ბუდეში", გაიხსნება 10 ივლისს, საღამოს 8 საათზე და დაიხურება 11 ივლისს. ქუთაისელებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გემოვნებისა, ყველა პატრიოტ ქუთაისელს გიწვევთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისთვის ის ტანჯვა, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა გამოიარეს, ჩვენც გავიზიაროთ - ამის საფუძველზე გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მეგობარი". - ამბობს თამარ ჩერგოელიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიება "ქართველი, მაშასადამე ევროპელის" ფარგლებში 8 ივლისს, 21:00 საათზე ფილმის - "თავისუფლებისთვის" ჩვენება მოეწყობა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ეხება, ხოლო 9 ივლისს გაიმართება ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", რომელიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ქართველთა გენოციდზე მოგვითხრობს.

 

კომენტარები