რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთმა მიიღო კანონი, რომლითაც რეზერვიდან აქტივების გათავისუფლებას შეძლებს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამხედრო
ria.ru

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის ფრონტის გასწვრივ მძიმე დაბომბვები გრძელდება, თუმცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მხოლოდ მცირე წინსვლას მიაღწიეს.

"2022 წლის 5 ივლისს, რუსეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონი "განსაკუთრებული ეკონომიკური ზომების შესახებ“ დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონმდებლობა, სავარაუდოდ, ხელისუფლებას სამობილიზაციო ობიექტების ხელახალი გააქტიურებისა და სახელმწიფო რეზერვიდან აქტივების გათავისუფლების საშუალებას მისცემს.

კანონმდებლობა, სავარაუდოდ, არის კრემლის მცდელობა, განახორციელოს ეკონომიკური ზომები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად სახელმწიფო მობილიზაციის გამოცხადების გარეშე. ის ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, თავი აარიდოს იმის აღიარებას, რომ ის ჩართულია ომში ან ვერ დაამარცხა უკრაინის სამხედრო ძალები". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები