რუსეთი-ამერიკა

ვოლოდინი: აშშ-მ ჯობია ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა მისი დაბრუნება მოგვინდეს

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა.

"წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს ჯობია ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ  ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, ჯობია კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - თქვა ვოლოდინმა. 

ალასკის ტერიტორია აშშ-მ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.

    კომენტარები