ძალიან მარტივად არის საქმე. პირველი - ქვეყანაში არის მშვიდობა და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს, რომ ეს ხელისუფლების დამსახურებაა და ამ მშვიდობითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. მეორე - ქვეყანაში არის სიმშვიდე და, ბუნებრივია, ამითაც ხელისუფლება იწერს ქულებს, იმიტომ, რომ სიმშვიდე მოსწონს საზოგადოებას. ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ქართული ოცნება. ოპოზიციის ინტერესებში რა შედის? რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. ხელისუფლებამ აღარ დაიწეროს ქულები და პირიქით, მათ დაიწერონ. ზუსტად ამის საპირისპიროში ხედავენ ისინი ქულების დაწერის შანსს - რომ აღარ იყოს მშვიდობა და იყოს ომი, აღარ იყოს სიმშვიდე და იყოს არეულობა, აღარ იყოს ორნიშნა ეკონომიკური განვითარება და იყოს ეკონომიკური რეცესია და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ საბოლოო ჯამში საქმე ეხება არა ქართულ ოცნებას, არამედ ეხება ქვეყანას.
tbl.ge/62h0
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




