რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გთხოვთ, მსგავსი გადაწყვეტილებები ჩემთან შეათანხმოთ" – ზელენსკიმ გენერალურ შტაბს მიმართა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წვევამდელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის დატოვების უფლების ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა და გენერალურ შტაბს მსგავსი გადაწყვეტილებების მასთან შეთანხმება მოსთხოვა. 

"ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, რომ ხვალ მომახსენონ, ყველა დეტალი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. [...] ვთხოვე გენერალურ შტაბს, ასეთი გადაწყვეტილება მომავალში ჩემ გარეშე არ მიიღოს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

გენერალური შტაბის დადგენილებით, სამხედრო პირებს ომის დროს შესაბამისი უწყებების ნებართვის გარეშე საცხოვრისის დატოვების უფლება არ აქვთ. ამავდროულად, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს სპეციალური ნებართვა, 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით.

კომენტარები