ევროკავშირი-საქართველო

კობახიძე: უკრაინა EU-ს წევრი, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება – ბევრად უფრო ადრე შეგვიძლია

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის გრძელი გზა. უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, მათ შორის უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი წევრებიც, რომ სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი...

ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას და მოლდოვას ადრე მიენიჭა სტატუსი, ყველა თვალსაზრისით, უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს - ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანთა უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს და ა.შ, ყველა თემას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვართ, ხატოვნად რომ ვთქვა, ერთი თავით მაღლა ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

კომენტარები