რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოტლანდია და უელსი უკრაინას £100 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევენ – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი და შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, შოტლანდია უკრაინას 65 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრი Twitter-ზე ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, ამით დიდი ბრიტანეთის უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ღირებულება 2.3 მილიარდ ფუნტამდე გაიზრდება. 

გარდა ამისა, ჯონსონის ინფორმაციით, უელსი უკრაინას 35 მილიონი ფუნტითა და 3 000 უკრაინელი ლტოლვილის შეფარებით დაეხმარა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები