რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ხარკოვზე განხორციელებული შტურმი შეჩერებულია

ხარკოვი, 12 ივნისი
Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონზე განხორციელებული შტურმი შეაჩერეს და არაერთი შეტევა მოიგერიეს.

"ხარკოვის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ქალაქ ხარკივოსა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. მტერმა ავიაიერიშები პეტროვკას მახლობლადაც განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა სოსნოვკას მიმართულებით და ოკუპანტებმა უკან დაიხიეს". - წერია განცხადებაში.

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩერკასკი ტიშკოვის რაიონში ოკუპანტებმა დისტანციურად დანაღმეს ის ტერიტორია, სადაც კონტრ-ბატარეული ბრძოლა მიმდინარეობს.

"სლავიანსკის მიმართულებით, მტერი თავისი ქვეყდანაყოფების ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ასევე, ოკუპანტები გარკვეული წარმატებით უტევენ მაზანოვკას დასახლებასაც". - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები