დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მან საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ ყველაფრის მიმართ, გამოხატვის ფორმების მიმართ არის ცნობილი და ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაპელირებდით, თუმცა, მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, უხამსობას, მათ შორის ტელეეთერებში, ბილწსიტყვაობას, ეს არის ნაცმოძრაობის და მისი მედიების ერთ-ერთი მთავარი პიარული ხაზი. ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მით უმეტეს ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და ტელევიზიები.
ქართული ოცნება
კობახიძე სამხარაძეზე: უხამსობა, ბილწსიტყვაობა ნაცმოძრაობის, მისი მედიების მთავარი ხაზია
tbl.ge/62eg
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თანაპარტიელის, დიმიტრი სამხარაძის მიერ პარტიის ოფისიდან საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის გინებას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




