რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ბაიდენს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს

კრემლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების "არამეგობრული“ მოქმედებების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს.

"მილოცვა წელს მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების არამეგობრული პოლიტიკაა". - თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

4 ივლისს შეერთებული შტატები აღნიშნავს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ემთხვევა 1776 წელს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებას.

კომენტარები